,,ბოინგ 777“- ის კატასტროფის ადგილი პირველად რუსმა ექსპერტებმა შეისწავლეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენადი ზუბკო დარწმუნებულია, რომ ,,ბოინგ 777“-ის კატასტროფის ადგილზე რუსი ექსპერტები მუშაობდნენ. ისინი იქ ყველაზე ადრე მივიდნენ და აღნიშნული კვადრატი დეტალურად შეისწავლეს. ამის შესახებ ზუბკომ უკრაინული მე-5 არხის პირადაპირ ეთერში განაცხადა.
,,ოთხი დღის მანძილზე ასეთ მაღალ ტემპერატურაზე ცხედრებმა გახრწნა დაიწყო, არ იყო მათი გამოტანის საშუალება, ჩვენ ამ დროს მივხვდით, რომ იქ უკვე ვიღაცები მუშაობდნენ“,- განაცხადა გენადი ზუბკომ.