გახარია – სააკაშვილის ვიდეოკადრებზე: როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია მესამე პრეზიდენტის გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ეხმაურება.
“როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ!
დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა ის ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, თუ როგორ შეჰყავთ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.