ნინო წილოსანი: კადრებით დადასტურდა, რომ ყველა ის ბრალდება, რომელსაც სააკაშვილის თუ “ნაცმოძრაობის” დამცველები აცხადებდნენ, ტყუილი აღმოჩნდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს აფასებს.
მისი თქმით, ვიდეოკადრებით ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის დამცველების განცხადებები ტყუილი აღმოჩნდა.
“ამ კადრებით და ბრიფინგით დადასტურდა, რომ ყველა ის ბრალდება, რომელსაც სააკაშვილის თუ “ნაციონალური მოძრაობის” დამცველები აცხადებდნენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ, ფაქტობრივად, ტყუილი აღმოჩნდა. ვნახეთ, რამდენად მიუღებლად ექცევა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს”, – განაცხადა წილოსანმა.
პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანა.