ზურაბ ჯაფარიძე: გამოჩნდა, რომ ტყუილია, როცა იძახდნენ, საკუთარი ნებით გადავიდაო, გამოჩნდა – როგორ ექცევიან ყოფილ პრეზიდენტს

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს აფასებს.

ჯაფარიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა არ არის მიზანი, მსგავსი კადრები რატომ უნდა გავრცელდეს.

“გამოჩნდა, რომ ტყუილია, როცა იძახდნენ, რომ საკუთარი ნებით გადავიდაო და გამოჩნდა როგორ ექცევიან ყოფილ პრეზიდენტს. საგიჟეთია.. რატომ აკეთებენ ამას, ერთადერთი ახსნა მაქვს – ამ ადამიანს ჰყავს უამრავი მხარდამჭერი, ასობით ათასი ადამიანი, მათ შორის, ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან გამწარდებიან ამ კადრებით. თუ მართლა გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა ქვეყანაში ან მართლა ვიღაცის დავალებას არ ასრულებ, ეგ კადრები რატომ უნდა დადო, არ მესმის”, – ამბობს ჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები