ანრი ოხანაშვილი: ადამიანურ მხარდაჭერასა და პატივისცემას ვუდასტურებ იუსტიციის მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ციხის თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახებს
ადამიანურ მხარდაჭერასა და პატივისცემას ვუდასტურებ იუსტიციის მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ციხის თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ოხანაშვილი ფიქრობს, რომ უღირს და ბინძურ პროვოკაციებს მხოლოდ კანონით უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი
“წარმოუდგენელი ამორალურობაა, დემოკრატიის პრინციპების ერთგულებას იჩემებდე “პოლიტიკოსი” და პარალელურად ბინძურ შეურაცხყოფას აყენებდე პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელებსა თუ თანამშრომლებს და აქციიდან ახალისებდე ციხის უფროსის მოადგილის შვილებზე ფსიქოლოგიურ ტერორს!
ადამიანურ მხარდაჭერასა და პატივისცემას ვუდასტურებ იუსტიციის მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ციხის თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახებს!
უღირს და ბინძურ პროვოკაციებს მხოლოდ კანონით უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი, – წერს ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.