პეტრას აუსტრევიჩიუსი: სირთულეები ყველა ქვეყანაშია, მაგრამ მოლაპარაკებების გზით სრულდება და გრძელდება ნორმალური პროცესი
არ ვიცი ვის ექნება ჯადოსნური ჯოხი საქართველოში, რათა შეთანხმებისა და დიალოგის ფორმატში დასაბრუნებლად დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა. შეთანხმების გარეშე ახალ საქართველოს ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს შიმშილობის გარეშეც შეუძლია გავლენის მოხდენა პროცესებზე.
„სიტუაცია ისედაც არ იყო მარტივი და ახლა უფრო გართულდა. გაერთიანების ნიშნებს, შეთანხმებასა და დიალოგს ვერ ვხედავ. ვუყურებთ საპირისპიროს, დაპირისპირებას, პოლიტიკურ ბრძოლასა და სიძულვილის ენას. სირთულეები ყველა ქვეყანაშია, მაგრამ მოლაპარაკებების გზით სრულდება და გრძელდება ნორმალური პროცესი. ძალიან მწყდება გული.
არ ვიცი ვის ექნება ჯადოსნური ჯოხი საქართველოში, რათა შეთანხმებისა და დიალოგის ფორმატში დასაბრუნებლად დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა. შეთანხმების გარეშე ახალ საქართველოს ვერ მივიღებთ. განსხვავებული მოსაზრებებზე სასაუბროდ ხიდია საჭირო.
ასეთი საბრძოლო განწყობებით, პოლარიზაციით წინ წასვლა გაგვიჭირდება. შიმშილობის დაწყება იყო სააკაშვილის გადაწყვეტილება პროტესტის დასაფიქსირებლად. მისი სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს, ეს არ იქნება კარგი მისთვის და არ იქნება კარგი ქართული დემოკრატიისთვის. შიმშილობის გარეშეც შეუძლია გავლენის მოხდენა პროცესებზე“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.