მედიკამენტებზე გაწეული ხარჯი შეგიმსუბუქდებათ – ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით განხილვები იწყება

საქართველოს კონკურნეციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ფარმაცევტული ბაზრის მონიტორიგნის შუალედური ანგარიში განიხილა.

პრემიერის განცხადებით, ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეობით.

ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრის დეტალებზე ,,პრაიმტაიმთან’’ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი განმარტებით, იმ რეკომენდაციებით, რომელიც კონკურნეციის ეროვნული სააგენტოს მიერაა მომზადებული მოსახლეობის მედიკამენტებზე ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდება.

-რა ღონისძიებები იგეგმება ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით?

,,ფარმაცევტული ბაზრის მონიტორიგნის შუალედური ანგარიშით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა 11 რეკომენდაცია. მოცემული რეკომენდაციები, ძირითად შემთხვევაში მოიცავს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. შედეგად, ბაზრის დარეგულირება მოხდება საკანონმდებლო დონეზე, სააგენტო გამოთქვამას მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში, მათ შორის დარგის ექსპერტებთან, დაინტერესებულ პირებთან, ბაზარზე მოქმედ კომპანიებთან, დარგის მარეგულირებელთან კონსულტაციების დონეზე‘’.

-რას გულისხმობს ბაზრის შუალედურ ანგარიშში წარმოდგენელი რეკომენდაციები და როგორ შეუმცირდებათ მოქალაქეებს მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯები?

,,შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნება, რაც ზოგადად იწვევს ამ ბაზარზე მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების ზრდას-არის ჩამნაცვლებელ პროდუქტებს შორის კონკურნეციის ძალიან დაბალი ნიშნული.
საკითხი ეხება გენერიკულ მედიკამენტებს, კონკრეტულად-ბაზარზე ხელმისაწვდომია იდენტური ან/და მსგავსი სამკურნალო ეფექტების მქონე არაერთი მედიკამენტი (ჩამნაცვლებელი პროდუქტები),თუმცა ექიმის მიერ რეცეპტისა და დანიშნულების დონეზე ხდება მედიკამენტის კონკრეტული სავაჭრო დასახელების და არა გენერიკის მითითება, რითაც იზრდება კონკურენცია და მომხმარებელი, უმრავლეს შემთხვევაში, იძულებულია, შეიძინოს ძვირადღირებული მედიკამენტი, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვან ზრდას.

მაგალითად, თუ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტის ფასი კონკრეტული სავაჭრო დასახელებით არის 25 ლარი, იდენტური მედიკამენტი ბაზარზე შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს 10 ლარად ან უფრო ნაკლებ ფასად. შესაბამისად, სააგენტოს პოზიციით მნიშნელოვანია არა ის თუ როგორ იცვლება მაღალი ფასის მქონდე მედიკამენტების საცალო ფასი ბაზარზე, არამედ, ის, რომ მომხმარებელს არ ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს 100-200%-ით და უფრო ნაკლები მქონე ანალოგი.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივცეთ ეს შესაძლებლობა და ბაზარზე დავამკვიდროთ ჯანსაღი კონკურენტული გარემო. აღნიშნულის მიღწევის უმნიშვნელოვანეს გზას წარმოადგენს გენირიკული რეცეპტი, სადაც შეიზღუდება მედიკამენტების სავაჭრო დასახელების მითითება და დაიშვება მხოლოდ საერთაშორიოსო არაპატენტური დასახელება, იგივე გენერიკი ‘’.

ლექვინაძის თქმითვე, რა დროიდანაც ქვეყანაში მხოლოდ გენირიკული რეცპეტის სავალდებულო ხასიათი ამომქმედდება, მომხმარებელს მიეცმა შესაძლებლობა, კონკრეტული სავაჭრო დასახელების მქონე მედიკამენტით და შედეგად შეამცირონ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯები.

,,მნიშვნელოვანია დავაკონკრეტოთ, რომ ფასების შემცირება, უპირველს ყოვლისა გულისხმობს მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შემცირებას და არა რომელიმე კონკრეტული სავაჭრო დასახელების მედიკამენტზე ფასის შემცირებას. აღნიშნული მეტად მნიშნელოვანია და იმ პერიოდიდან, რა დროიდანაც ქვეყანაში ამოქმედდება მხოლოდ გენერიკული რეცეპტის სავალდებულო ხასაითი, მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მედიკამენტები რომელთა შეძენასაც მანამდე ახდენდა კონკრეტული სავაჭრო დასახელებით, ჩაანაცვლოს გენერიკით ან სხვა დაბალი ღირებულების მქონე მედიკამენტით და შედეგად შეამციროს მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯები-შესაბამისად, შედეგი მიღწევადია დროის მოკლე შუალედში.

რაც შეეხება ზოგადად ფასების შემცირებას, გენერიკული რეცეპტი, მომხმარებლისთვის არჩევანის მიცემის გზით უზრუნველყოფს ჩამნაცვლებელ პროდუქტებს შორის მაღალი ხარისხის კონკრეტულ წნეხს, რაც უკვე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია გახდეს ფასების კონკურნეციის შედეგად შემცირების მიზეზი-ამოსავალი წერტილი აქაც კონკურნეციაა.

შუალედურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია ფასების რეგულირების ევროპული გამოცდილების შესახებ, აღნიშნულის საჭიროება ქვეყანაში შესაძლებელია დადგეს გენერიკული მედიკამენტების დონზე, მითუმეტეს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მათზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში.ამასთან, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, გენერიკების პოპულარიზაცია და ჩამნაცვლებელ პროდუქტებს შორის კონკურენციის დონის მაქსიმალური უზრუნველყოფა წარმოადგენს მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შემცირების გაცილებით უფრო ეფექტიან გზას, ვიდრე ფასების რეგულირება, მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი შეიცავს კონკრეტულ რისკებსაც. გამოსავალი კონკურენციაშია.

რაც შეეხება ჯგუფებს, რომლებსაც აღნიშნული შეეხება, ჩვენი დაკვირვებით ქვეყნაში დაშვებული მედიკამენტების უმრავლესობას გააჩნია არაერთი ჩამნაცვლებელი. შესაბამისად, აღნიშნული შეეხება მედიკამენტების დიდ ნაწილს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ქვეყანაში მსგავს სისტემას აქამდე არ უმოქმედია, შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება, აღნიშნული მიღწევადია კონკრეტული საინფორმაციო კამპანიებით. ამასთან, აუცილებელია, რომ გენერიკულ და კონკრეტულ სავაჭრო დასახელებით ხელმისაწვდომ მედიკამენტებთან დაკავშირებით ამომწურავი და მარტივად აღქმადი ინფორმაცია, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პარალელურად, განთავსდეს საჯაროდ – დარგის მარეგულირებლის ვებ გვერდზე, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

 

წყარო:primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები