რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობა“ იყო და არის რუსეთის მთავარი მოკავშირე საქართველოში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის რუსეთის მთავარი მოკავშირე საქართველოში.

ამას, მისივე თქმით, მათი მხრიდან დასავლელი პარტნიორების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი მოწმობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის რუსეთის მთავარი მოკავშირე საქართველოში. გვახსოვს მათი სიძულვილის ენა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი “კოლონიალურ სახელმწიფოს” უწოდებდა ევროკავშირს. ძალიან ხშირად სტრასბურგის სასამართლოს უწოდებენ “კორუმპირებულსა” და “მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფს”. გვახსოვს, როგორ ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე, უვიზო მიმოსვლის დაწესებას. ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთის ინტერესშია და, როგორც ჩანს, ეს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში შედიოდა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები