ზვიად შალამბერიძე: ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, რაც მოგვცემს საშუალებას, ადგილზე უფრო საინტერესო პროექტები განვახორციელოთ

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მან ხაზი გაუსვა, რომ განხორციელდება პროექტები, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავალსა და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადგილზე უფრო საინტერესო პროექტები განვახორციელოთ, რომელიც იქნება მიმართული, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, არამედ პროექტები, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავალსა და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები