ჯონ ქერი: ამერიკა ჰუმანიტარული დახმარების სახით პალესტინელებს 47 მილიონ დოლარს გამოუყოფს
კაირო, 22 ივლისი. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ, რომელიც ამჟამად კაიროში იმყოფება, მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღაზას სექტორში მყოფ პალესტინელებს ჰუმანიტარული დახმარების სახით 47 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ის ეგვიპტეში გაეროს გენერალურ მდოვანს პან გი მუნს შეხვდება, რომელიც კონფლიქტის ზონაში მოლაპარაკებებს ასევე აწარმოებს. ქერის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ყველაფერს გააკეთებს.