ირაკლი მეზურნიშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის მნიშვნელობაზე, მხარეებმა კონკრეტული შესაძლებლობები და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს.

„ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, მათ შორის, კულტურული მიმართულებით. მომდევნო წელს, საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობის დიპლომატიური თარიღის აღსანიშნავად 30 წლის იუბილეს აღნიშვნა იგეგმება და არსებობს იდეა, რომ გადავიღოთ დოკუმენტური ფილმი ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე. ამის თაობაზე ჩვენ ვიწყებთ მუშაობას. ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოვა, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობას ყველა მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები