ელენე ხოშტარია: კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება, ვგმობ, არ ვეთანხმები

“კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება, ვგმობ, არ ვეთანხმები – არ არსებობს ბავშვი, ვინმეს ოჯახის წევრი, რომელსაც რაიმე სახით რამე უნდა ეხებოდეს”, – ასე ეხმიანება “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ჟურნალისტებთან გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებას.

ხოშტარიამ ყველას მოუწოდა, განცხადებების გაკეთებისას იყვნენ ფრთხილად.

„თუ არ ვცდები, მან ბოდიში მოიხადა, თუმცა, ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ ჩვენს ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ქვეყანაში “ოცნებამ” შექმნა აბსოლუტურად ისტერიული და არანორმალური სიტუაცია, ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ვგმობ, არ ვეთანხმები და გამიხარდა, რომ ბოდიში მოიხადა ამაზე. ყველა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ არსებობს ბავშვი, ოჯახის წევრი, რომელსაც რაიმე სახით რამე უნდა ეხებოდეს. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, თეა წულუკიანით დამთავრებული, არ არსებობს ვინმე, ვის ჯანმრთელობასაც მინდა, რაიმე უმცირესი ზიანი მაინც მიადგეს, აღარ ვლაპარაკობ ოჯახის წევრებზე, ამიტომ, არაფრით შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები