სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს სააკაშვილის გადაუდებელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება

“კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვის პასუხად სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე, ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება.

„ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, აქამდე – ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაკავებას და ახლა – მისდამი მოპყრობას, მათ შორის, საქართველოს ომბუდსმენის განცხადებას, რომელიც იწვევს შეშფოთებას პატიმრობაში მყოფ, პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ განცხადების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე, ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ვიცით, ყოველთვის და ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კერძო ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები