“მიშა არა მხოლოდ სამხედრო დამნაშავე, თურმე, რომანტიკოსიც ყოფილა” – რუსულმა ტელეარხმა სააკაშვილს სიუჟეტი ფეხქვეშ საქართველოს დროშის ფონზე მიუძღვნა (ვიდეო)

კრემლის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა – РТР-მა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანასა და მანამდე პენიტენციური სამსახურის მიერ რუსთავის ციხიდან გავრცელებულ კადრებს სიუჟეტი მიუძღვნა.

გადაცემა “60 წუთის” წამყვანი რუსთავის კადრების აღწერისას ამბობს: “სააკაშვილმა თქვა, რომ ის ციხის საავადმყოფოში ძალით გადაიყვანეს. მან ასევე თქვა, რომ საავადმყოფოში სცემეს. მიშა თმებით ათრიეს და ცდილობდნენ მისი ნებართვის გარეშე ნემსის გაკეთებას. გარდა ამისა, გავრცელდა კადრები, როგორ აგროვებს მიშა ნივთებს საავადმყოფოში გადასვლისთვის. როგორც ჩანს, “შიმშილისგან მომაკვდავი” მიხო სრულიად ჯანმრთელი და გასუქებულია, მის საკანში საშინელი არეულობაა, უცნაურია, როგორ მართავდა ის ქვეყანას და მიაქციეთ ყურადღება, კედელზე მას უკრაინელი შეყვარებულის, ლიზა იასკოს სურათი უკიდია. გამოდის, რომ მიშა არა მხოლოდ სამხედრო დამნაშავე, არამედ რომანტიკოსიც არის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები