საფრანგეთის პრეზიდენტმა კითხვის ქვეშ დასვა რუსეთისთვის მეორე ,,მინსტრალის“ მიწოდების საკითხი
ოფიციალური პარიზი მზადაა რუსეთს მიაწოდოს ერთი ვერთმფრენზიდი, სამხედრო ლაინერი ,,მინსტრალი“, როგორც ეს წინამდებარე ხელშეკრულებით იყო გადაწყვეტილი. რაც შეეხება მეორე გემის მიწოდების საკითხს, ეს დამოკიდებულია რუსეთის პოზიციაზე უკრაინის მიმართ, ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
,,მეორე ,,მინსტრალის“ მიწოდება დამოკიდებულია რუსეთის შემდგომ მოქმედებებზე უკრაინაში“, – განცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.