გაერომ “ბოინგ 777”- ის კატასტროფის გამოძიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალური ასამბლეის უშიშროების საბჭომ “ბოინგ 777”- ის კატასტროფის საერთაშორისო გამოძიების შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. რეზოლუციის ტექსტი გაეროს უშიშროების საბჭოში ავსტრალიამ შეიტანა და მას ხმა 15-მა ქვეყანამ მისცა.
რეზოლუცია მკაცრად გმობს “მალაიზიის ავიხაზების” თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომელსაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ტრაგედიაში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
დოკუმენტი შეირაღებულ სეპარატისტებს ასევე მოუწოდებს, ექსპერტებს კატასტროფის ადგილას მიახლოვების საშუალება მისცენ და ყველა მხარემ საერთაშორისო გამოძიებასთან ითანამშრომლოს. დოკუმენტში არის მოწოდება კატასტროფისას დაღუპულების ცხედრებს “ღირსეულად და პატივისცემით” მოეპყრონ. ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქედან, რომ უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილზე ადგილი აქვს მოროდიორობის ფაქტებს.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი “ბოინგ 777” 17 ივლისს ჩამოვარდა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები