ნიკა მელია: ბრძოლა იქნება დამღლელი – ისტორიული გამარჯვება სხვანაირად არ მოდის

ღამის თენება არ არის აუცილებელი, პროტესტის გაშლა დილიდან მოხდება მთელ თბილისში, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

„ხვალ დილიდან, 11:00 საათზე ერთდროულად სამ ადგილას გაიმართება აქცია – იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან, სადაც მთელი სიბოროტეა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია, ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, იქნება მეოთხე ადგილასაც აქცია, რომელსაც ახლა განგებ არ დავასახელებ. ყოველდღე შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვებები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები