უკრაინელმა ამბოხებულებმა შავი ყუთები მალაიზიელ ექსპერტებს გადასცეს
“როიტერის” ინფორმაციით, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთებმა ავიაკატასტროფის ადგილას ნაპოვნი შავი ყუთები მალაიზიელ ექსპერტებს გადასცეს. მალააზიის ნაციონალური უშიშროების წარმომადგენლის, პოლკოვნიკ მოჰამედ საკრის განცხადებით, შავი ყუთები მას პირადად თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბოროდაიმ გადასცა. მალაიზიელი ექსპერტები კატასტროფის ადგილას მუშაობას განაგრძობენ, მათი ინფორმაციით, სამუშაოები ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს.