“გვახსოვს, მოლაშვილი რა პირობებში ჰყავდათ, პატიმარი არ წყვეტს, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს” – სოზარ სუბარი

“პატიმარი არ წყვეტს, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„მოტყუებით გადაყვანა რას ნიშნავს, არ ვიცი, რადგან ამ შემთხვევაში დეპარტამენტს ევალება, რომ უსაფრთხოდ გადაიყვანოს იქ, სადაც მას მიაჩნია საჭიროდ. პატიმრები არ ირჩევენ იმ დაწესებულებას, სადაც ისინი მოიხდიან სასჯელს. ჩვენ გვახსოვს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, მინისტრები, მაგალითად, მოლაშვილი რა პირობებშიც ჰყავდათ, ის იყო წამება. სააკაშვილის ყველა საკანი არის სტანდარტული, ნორმალური, იქ მოთავსება ადამიანს უფლებების დარღვევად ვერანაირად ვერ ჩაითვლება და ამ მხრივ ის სხვა პატიმრებისგან არ განსხვავდება. მას მაქსიმალური ყურადღება აქვს, არანაირი უფლების დარღვევაზე აქ საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები