ნინო წილოსანი: ინსტიტუციები და სახელმწიფო მოიქცევა ისე, როგორც ეს უმჯობესი იქნება პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარე
“როდესაც კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში განთავსება უმჯობესი იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის, ამას შესაბამისი ქმედებები მყისიერად მოჰყვა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარე მოიქცევა.
„ინსტიტუციები და სახელმწიფო მოიქცევა ისე, როგორც ეს უმჯობესი იქნება პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში განთავსება იქნებოდა უმჯობესი მისი ჯანმრთელობისთვის, ამას შესაბამისი ქმედებები მყისიერად მოჰყვა. შეგახსენებთ, ასევე, როგორც კადრებში ჩანს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს.