“შესაძლო პროვოკაციების პრევენცია” – პარლამენტის შენობაში 18:00 საათიდან დაშვების შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“9 ნოემბერს, 18:00 საათიდან „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”, – აცხადებენ საკანონმდებლო ორგანოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები