“არ შეიძლება, ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არაა ვალდებულების შესრულებისთვის” – კრამონი

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

განცხადება ევროპარლამენტარმა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორგანიზებულ ვებინარზე გააკეთა, რომლის მონაწილეებმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ზეგავლენა შეაფასეს.

“მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის, სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე, სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველ დღე სცილდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა, საჭიროა ფინანსური რეაგირება.

არ შეიძლება, დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის ბევრი მისი დაპირების შესასრულებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისთვის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები