მარინა კალიურანდი: თვალყურს ვადევნებთ, რომ სააკაშვილის ყველა უფლება დაცული იყოს

“მე მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება სამედიცინო დახმარება მისი პირადი ექიმებისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რომ მისი ყველა უფლება დაცული იყოს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოს სასამართლო სისტემას დააკვირდებიან.

„რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევას, ჩვენ მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ძალიან აქტიურად ვაკვირდებით. მე მესმის, რომ მას მიეწოდება სამედიცინო დახმარება მისი პირადი ექიმებისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს,  მისი ყველა უფლება დაცული იყოს და ყველა სამართლებრივი საკითხი და გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანონის უზენაესობის შესაბამისად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადევნებთ თვალს, როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს საქართველოს სასამართლო სისტემა”, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები