კარლ ჰარცელი: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა სააკაშვილის უფლებები სრულად დაიცვას

“ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის სახალხო დამცველი”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის სახალხო დამცველი. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა. ეს უფლებები მოიცავს გამჭვირვალე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, ისევე, როგორც მისი პატივისა და ღირსების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ყოფნის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი ეს უფლებები სრულად დაიცვას”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები