ირაკლი ზარქუა: სამწუხაროდ, სახალხო დამცველი “ნაცმოძრაობის” პარტიული დანამატია
“სამწუხაროდ, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული დანამატია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის.
“სამწუხაროდ, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული დანამატია – ერთი პატიმარი მაინც გახსენდებათ, რომლის მიმართაც ნინო ლომჯარიას ანალოგიური მიდგომები ჰქონდა?! მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის. სასჯელს ნიკოლა სარკოზიც იხდის და არ დაუწყიათ, აბა, გამოუშვითო. მან დააშავა და სასჯელს იხდის. სააკაშვილს სამი ინსტანციის მიერ მისჯილი აქვს და თუ განსხვავებული პოზიცია აქვთ, გაასაჩივრონ. ვფიქრობ, რომ სააკაშვილი უფრო მეტად დაცული იქნება იქ, სადაც ახლა არის. კერძო სექტორში მისი გადაყვანის საფუძველი არ არსებობს და ამას არც პროტოკოლი ითვალისწინებს. მას ამ ქვეყანაში იმდენი ადამიანი ჰყავს გაბოროტებული, რომ შეიძლება, სახელმწიფოს კერძო კლინიკაში მისი დაცვა გაუჭირდეს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.