ხოშტარია – სავარაუდო მოწამვლის სცენარზე: ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმიანება და ამბობს, რომ მისი მოწავლის სავარაუდო გეგმაზე საუბრით მმართველი პარტია ყურადღების გადატანას ცდილობს.

“ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. ერთადერთი პასუხისმგებელი ჩემს ჯანმრთელობაზე არის ხელისუფლება. მათ სააკაშვილის გადაყვანით შეუძლიათ ამ ყველაფრის მოგვარება და აქცენტების, ყურადღების გადატანა სხვა რამეზე არ გამოუვათ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, გუშინ ოპოზიცია ელენე ხოშტარიას მოწამვლის გეგმას განიხილავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები