ირაკლი ზარქუა: ჩამოეხსნა ფარდა აფიორას, რომ თითქოს სააკაშვილი მომაკვდავი იყო და ადამიანებს ვერ სცნობდა, ეს სიცრუე დაიფშვნა – უფრო ელენე ხოშტარია მადარდებს, რომელიც ნამდვილად შიმშილობს
“ჩამოეხსნა ფარდა აფიორას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი მომაკვდავი იყო და ადამიანებს ვერ სცნობდა. ეს სიცრუე დაიფშვნა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, მას უფრო “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ადარდებს, რომელიც, მისივე თქმით, ნამდვილად შიმშილობს.
„გახსოვთ რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილმა გონი დაკარგა, სახელს ვერ იხსენებს, ვერ დადის და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ეს სიცრუე იყო. აღმოჩნდა, რომ ადამიანი იმდენად ჯანმრთელია, იმის მიუხედავად, რომ 40 დღეა შიმშილობს, საკუთარი ჯანით შეუძლია არა მხოლოდ გადაადგილება, არამედ სირბილით და დატვირთვით მთელი კორიდორის გავლა. მე უფრო ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია მადარდებს, რომელიც მეოთხე დღეა, ნამდვილად შიმშილობს და უკვე ცუდად გახდა”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.