“გვაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი” – ირაკლი კობახიძე

“გვაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ შედგა დაახლოებით ათკაციანი თათბირი, სადაც ეს საკითხი განიხილეს. ყველას ვაფრთხილებ, რომ უმკაცრესად დაისჯებიან”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, არის ინფორმაცია, რომ დესტრუქციული და რადიკალური ძალები გეგმავენ დესტაბილიზაციას, პოლარიზაციას და, როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონის დარღვევისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება.

მანვე სამართალდამცველებს გუშინდელი დღისთვის და სააკაშვილის გადაყვანის სწორად დაგეგმვისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები