მიხეილ სარჯველაძე: სად უკეთ იქნებოდა დაცული სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება – მე-12 დაწესებულებაში თუ იქ, სადაც ახლა იმყოფება?! – მე ვფიქრობ, აქ საკამათო არაფერია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცულია.

“გადაყვანას რაც შეეხება, ერთადერთი მოტივი არსებობს – სად უკეთ იქნებოდა დაცული სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება – მე-12 დაწესებულებაში თუ იქ, სადაც ახლა იმყოფება?! მე ვფიქრობ, აქ საკამათო არაფერია, რომ უკეთ იქნება დაცული იქ, სადაც ახლა იმყოფება”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები