ელენე ხოშტარია: შიმშილობის შემსუბუქებას არ ვაპირებ

არანაირი შიმშილობის შემსუბუქებას არ ვაპირებ, – ამის შესახებ პარლამენტში მოშიმშილე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

“არანაირი შიმშილობის შემსუბუქებას არ ვაპირებ. არ ვაპირებ მინერალური სასმელის მიღებას, რათა შემსუბუქდეს ჩემი შიმშილობა. არც რამე დანამატის სახით მედიკამენტებს. ჩემი შიმშილობა გაგრძელდება მოთხოვნის შესრულებამდე”, – აცხადებს ხოშტარია.

“დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სამოქალაქო კლინიკაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა, პარლამენტში შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები