ადვოკატი: სააკაშვილი პოლიტიკური მძევლობიდან შურისძიების სუბიექტად გადაიქცა
“საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, პატიმრობაში მყოფი ადამიანი ერთი ადგილიდან მეორეში გადაიყვანეს. ხელისუფლებამ კრიმინალი ჩაიდინა”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე საუბრისას აცხადებს.
ადვოკატის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მძევლობიდან პირადი შურისძიების სუბიექტად გადაიქცა.
“ყველაზე მთავარია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გატაცებული, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, პატიმრობაში მყოფი ადამიანი ერთი ადგილიდან მეორეში გადაიყვანეს. ხელისუფლებამ კრიმინალი ჩაიდინა. დღეს უნდა შეგვიშვან, ჩვენი არშეშვების არანაირი საფუძველი არ არის. მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” პრორუსული ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მძევლობიდან შურისძიების სუბიექტად გადაიქცა”, – აცხადებს ადვოკატი.