“დეპუტატები რატი ბრეგაძესთან შეხვედრას მოითხოვენ” – აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროსკენ მიემართებიან

ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსკენ მიემართებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ისინი იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

“დღევანდელი საქართველო აღარ არის გუშინდელი საქართველო, ეს საპროტესტო აქციები არის უწყვეტი – მანამ, სანამ, პირველ ყოვლისა, სასწრაფო წესით არ იქნება მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქ, სადაც უნდა იყოს. მისი ყოფნა გლდანის ციხეში შეიცავს უდიდეს საფრთხეს. ამიტომ, დეპუტატები მოითხოვენ იუსტიციის მინისტრთან, პასუხისმგებელ ადამიანთან შეხვედრას”, – აცხადებს ნიკა მელია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები