თბილისში მტკვარმა მეთევზე გაიტაცა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დინებამ მეთევზე გაიტაცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მეთევზის გადარჩენა შეძლეს.
“ვიდრე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდოდნენ, შუა ხნის მამაკაცი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იგი თავს კარგად გრძნობს”, – აღნიშნავენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები