თაკო ჩარკვიანი: მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ -მათ როგორღაც უნდა გამოვტაცოთ ჩვენი სახელმწიფო

ორი საათის განმავლობაში არ ვიცოდით სად იყო პატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი – გამოსავალი არის ასეთი, დიდი რაოდენობა ტალღის, ერთხელ უნდა გავიჭირვოთ, მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ, – ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, თავად მას შიმშილობა არ შეუძლია, თუმცა, მისივე განცხადებით, არსებობს პროტესტის სხვადასხვა ფორმები, რასაც უნდა მიმართონ.

„საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მიდის ბრძოლა. დავდივარ, დავძრწივართ ქუჩიდან ქუჩაში. აღარაფერი აღარ მაინტერესებს. ჩემთვის დროის ათვლა დაიწყო, სანამ ესენი არ წავლენ. შეურაცხყოფილი ვარ, წამების მონაწილეები ვართ. ვუყურებთ ტელევიზორს, ვერაფერს ვაკეთებთ, ყველანაირ კანონს არღვევენ ჩვენ თვალწინ. ორი საათის განმავლობაში არ ვიცოდით, სად იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმარი. არ ვიცი ამის იქით რა შეიძლება მოხდეს. კონკრეტული პიროვნებისთვის კი არ არის ბრძოლა, ბატონებო, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაგვალეწეს თავზე. გამოსავალს ასეთ რაღაცაში ვხედავ – დიდი რაოდენობა ტალღის, ერთხელ უნდა გავიჭირვოთ, მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ – ეს არის ჩემი აზრი. არ მოწონს ვიღაცას, ნუ მოწონს, ჩემი ვთქვი. მე შიმშილობა, რომ შემძლებობა ვიშიმშილებდი, ვერ ვშიმშილობ, ჩემი გარკვეული პრობლემების გამო, მაგრამ ათასგვარი პროტესტის ფორმა არსებობს, სხვა არაფერი მესახება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები