დავით ქართველიშვილი: მაქსიმუმ 5 ათასია “გადამწყვეტი” ბრძოლის დაწყების ძახილზე, შემდეგი “გადამწყვეტი” როდის იქნება?

ეხლა მაქსიმუმ 5 ათასია “გადამწყვეტი” ბრძოლის დაწყების ძახილზე. ორჯერ ნაკლები, ვიდრე 14 ოქტომბერს. და რა? შემდეგი “გადამწყვეტი” როდის იქნება? – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის აქციას.

„ეხლა მაქსიმუმ 5 ათასია “გადამწყვეტი” ბრძოლის დაწყების ძახილზე. ორჯერ ნაკლები, ვიდრე 14 ოქტომბერს. და რა? შემდეგი “გადამწყვეტი” როდის იქნება? მეორე რეიტინგული პარტია ხარ ქვეყანაში! ომბუდსმენი – შენია! წალენჯიხა – “აყვავებას” ელოდება! პრემიერმა – გელოდებითო საკონსტიტუციო ველში დასაბრუნებლად! თბილისის მერმა – თქვენი მერიც ვარო! რა ჯანდაბა გინდათ?“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები