გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილი არის გატაცებული – ყველა თავისუფლებაზე
“მიხეილ სააკაშვილი არის გატაცებული”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
“ეს არის გატაცება. მიხეილ სააკაშვილი არის გატაცებული. ყველა თავისუფლებაზე”, – წერს უგულავა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს, უცნობია – სად იმყოფება ის.