გია ვოლსკი: ძალიან ვწუხვარ, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობს; როგორც პოლიტიკოსი, არასწორ ფორმატში მოღვაწეობს

“ძალიან ვწუხვარ, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობს. შვილების დედაა, პოლიტიკოსია და ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნისთვის რაღაც გაუკეთებია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი აზრით, ელენე ხოშტარია, როგორც პოლიტიკოსი, არასწორ ფორმატში მოღვაწეობს.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობს. შვილების დედაა, პოლიტიკოსია და ადამიანი, რომელსაც პირადად დიდი ხანია, ვიცნობ. ამ ქვეყნისთვის რაღაც გაუკეთებია, მაგრამ, ჩემი აზრით, როგორც პოლიტიკოსი, არასწორ ფორმატში მოღვაწეობს. მისი მხარდაჭერა „ნაცმოძრაობისთვის“ არაფერს წარმოადგენს, თუ არა უბრალო ანტურაჟს. გარდა იმისა, რომ ქვეყნისთვის ცუდს აკეთებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ინტერესს ატარებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მეექვსე დღეა, პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები