გიული ალასანია: ჩემი შვილი აქ აღარ არის, სადღაც წაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და მერე ვერტმფრენმა გადაგვიფრინა
“იმიტომ ვერ შევდივარ, რომ აღარ არის იქ, სადღაც გაიყვანეს, როგორც ჩანს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია რუსთავის ციხესთან აცხადებს.
“თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და მერე ვერტმფრენმა გადაგვიფრინა”, – ამბობს გიული ალასანია.