“მინისტრის საათის” ფორმატში, პარლამენტში წლის ბოლომდე 6 მინისტრს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მომდევნო კვირიდან დეკემბრის ბოლომდე პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 6 მინისტრს მოუსმენენ.

მისი თქმით, ბიურომ მინისტრების მოსმენის განრიგი უკვე დაამტკიცა.

„რადგან სექტემბერ-ოქტომბერში მინისტრების მოსმენა ვერ მოხერხდა პარლამენტში, ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც 16-19 ნოემბრის კვირაში გვექნება ორი მინისტრის მოსმენა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის. 30 ნოემბერი-3 დეკემბრის კვირაში იქნება – განათლების და მეცნიერების მინისტრის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენა. 14-17 დეკემბრის კვირაში – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოსმენები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები