ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაციის გაუარესებას ვერ შევაჩერებთ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესება ვაქცინაციის ინტენსივობაზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელიც გაუარესებულია.

„სამწუხაროდ, ბოლო ორი კვირაა, ერთ დონეზეა, 4-5 ათასის ფარგლებში ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა. ასევე, ინციდენტობის მაჩვენებელიც. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა მომატებულია, გვაქვს 15 ერთ მილიონ მოსახლეზე. ჩვენ ზღვრად ვითვლით 8-9-ს მილიონ მოსახლეზე. ეპიდსიტუაციის გაუარესებას ვერ შევაჩერებთ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრა და არ დავიცავით რეკომენდაციები. 35%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი. მიუხედავად ყოველდღიური, ყოველსაათობრივი მოწოდებისა, ხვეწნისა, მუდარისა მოსახლეობის მიმართ, ვატაროთ პირბადე, მაინც უგულებელყოფილია ეს და გვაქვს ის, რაც გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები