სოზარ სუბარი: არანაირ ულტიმატუმზე ლაპარაკი არ იქნება, ისინი ამ ულტიმატუმებს დააყენებენ 24-48-72 საათით, მაგრამ შემდეგ გადადებენ და მუდმივად ახალ-ახალი ულტიმატუმებით იქნებიან

“არანაირ ულტიმატუმზე ლაპარაკი არ იქნება, ისინი ამ ულტიმატუმებს დააყენებენ 24-48-72 საათით, მაგრამ შემდეგ გადადებენ და მუდმივად ახალ-ახალი ულტიმატუმებით იქნებიან”- – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, რა მოთხოვნა აქვს მიხეილ სააკაშვილს.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მმართველი პარტია რომ ვინმეს ულტიმატუმის მიხედვით მოქმედებდეს, ახლა ხელისუფლებაში არ იქნებოდა.

„ჩვენ ნიკა მელიასა და სხვა ლიდერების ულტიმატუმებით რომ ვმოქმდებდეთ, თქვენ წინაშე ახლა არ ვიქნებოდი. ქვეყანას ვმართავთ იმ მანდატის შესაბამისად, რაც ხალხმა მოგვცა. არანაირ ულტიმატუმზე ლაპარაკი არ იქნება, ისინი ამ ულტიმატუმებს დააყენებენ 24-48-72 საათით, მაგრამ შემდეგ გადადებენ და მუდმივად ახალ-ახალი ულტიმატუმებით იქნებიან. მამუკა ხაზარაძეს პარლამენტიდან წასვლაზე კი არ უნდა დაეწერა, პარლამენტში ყოფილიყო, რადგან აქ არის დიალოგის რეჟიმში, მაგრამ როცა პარლამენტში იყო, მისგან რაიმე განცხადება არ გვინახავს ქვეყნის მომავალზე მიმართული. არც ერთი კარგი წინადადება არ გვინახავს უკეთეს ვითარებაზე ორიენტირებული. მობრძანდნენ პარლამენტში და აქ ვისაუბროთ. მთელი საქართველო ვმარჩიელობთ, კაცი შიმშილობს და ვერ გავიგეთ, რა მოთხოვნა აქვს. ვიშიმშილო იმიტომ, რომ ცუდად გავხდები და კლინიკაში გადამიყვანენ, გაუგებარია. თუ იმისთვის შიმშილობს, რომ გაათავისუფლონ, შეუძლებელია, რადგან მისჯილი აქვს“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები