თამარ გაბუნია: საწოლფონდის დატვირთვა იზრდება – გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე საწოლფონდის დატვირთვა იზრდება.

მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუარესებულია.

“საწოლფონდის დატვირთვა იზრდება. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში შემთხვევების რაოდენობა კვლავაც მაღალი რჩება. 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული, მაგრამ უკვე დაკავებულია 6 916 საწოლი. გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი, 40% იყო ბოლოს და ახლა 35%-ზეა ჩამოსული“, – აღნიშნა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები