რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ,,ბოინგ 777″-ის კატასტროფის დროს იგივე ხაზზე უკრაინული,,სუ-25″ იმყოფებოდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დონეცკის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ,,ბოინგ 777″-ის ფაქტზე სარადარო კონტროლის მონაცემები გააპროტესტა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,რია ნოვოსტი” რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს მეთაურის გენერალ-ლეიტენანტ ანდრეი კრატაპოლოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
,,17 ივლისს დონეცკის ოლქში,,ბოინგ 777″-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით მხოლოდ ორმხრივი ბრალდებები ისმის, ამიტომ გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ გამოძიებას და ჩვენი სარადარო დანადგარების მონაცემები გამოვაქვეყნოთ, რომლის მიხედვითაც კატასტროფის მომენტში ჩვენმა რადარებმა ,,ბოინგ 777″-ის ხაზზე დააფიქსირეს უკრაინული სამხედრო ავიაგამანადგურებელი ,,სუ-25″, რომელიც ,,ბოინგ 777″-ის მიმართულებით 4-5 კილომეტრის დაშორებით მოძრაობდა. ჩვენ კიევისგან მოვითხოვეთ პასუხი, რას აკეთებდა სამხედრო ავიაგამანადგურებელი სამოქალაქო სიხშირეზე? გვინდოდა, გაგვერკვია ეს სადისპეტჩეროს შეცდომა იყო თუ შეგნებული მარშრუტი. ამ კითხვებს კი შავი ყუთების გაშიფვრის შემდეგ გაეცემა პასუხი “, – განაცხადა გენერალმა ანდრეი კრატაპოლოვმა.