ილის დაბადების დღე და პრემია „საგურამოს“ გადაცემის ცერემონია
184 წლის წინათ, 1837 წლის 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძე დაიბადა.
8 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, ტრადიციულად, გაიცემა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და “ილიას ფონდის” მიერ დაარსებული პრემია „საგურამო” და ილიას მედალი – „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის. პრემიის ლაურეატთა ვინაობა 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეს გახდა ცნობილი. 2021 წლის პრემიის მფლობელები არიან:
პოეზია – ვასილ ბესელია; პროზა – ნინო სადღობელაშვილი; კრიტიკა – ნანა კუცია; თარგმანი – ბელა შალვაშვილი; ️ხელოვნება – შალვა მატუაშვილი; ჰუმანიტარული მეცნიერება – ზურაბ კიკნაძე; ️საბავშვო ლიტერატურა – გივი ჩიღვინაძე გივი ჩიღვინაძე.
️ილია მედალი – „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემა – ელისო ვირსალაძეს.
დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე დაიბადა სოფელ ყვარელში,
საქართველოს 1861-1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი დაიბადა გაღარიბებული თავადის ოჯახში.
1848 წლიდან სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში; 1852 წლიდან – თბილისის გიმნაზიაში, 1857-1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1857-1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლები მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ამ წლებშივე დაიწერა ფართო საზოგადოებისათვის რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში:
პოემა „აჩრდილი” (1859 წ.), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე ღრმა დაფიქრების ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენით არის გამსჭვალული; „ქართვლის დედა” (1860 წ.), “კაკო ყაჩაღი”, “მუშა”, “ელეგია” და სხვ. ამავე პერიოდს ეხება მისი მხატვრული პროზის შესანიშნავმა ნიმუშებმა უდიდესი როლი ითამაშეს ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში.
ილია ჭავჭავაძის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი განცდა და მღელვარება აისახა მის ნაწარმოებებში. კერძოდ, „მგზავრის წერილებში”, რომელიც მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავს.
1863 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე”, მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.
70-90-იან წლებში დაიწყო ილია ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში.
ილია ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.