ამირან გამყრელიძე – პანდემიაზე: ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მოიქნიოს და ეს ყველაფერი შეაჩეროს

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

​მისივე თქმით, გამოსავალია – რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.

“ძალიან რთულია ჩემი კოლეგებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის ეს დატვირთვა, ამას არავინ ისურვებს რომ დიდ ხანს გაგრძელდეს, ეს ცუდ შედეგებს მოიტანს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შემცირდეს აქტიური შემთხვევების რიცხვი, ეს შეუძლია მხოლოდ რეგულაციების დაცვას და აცრებს, ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მოიქნიოს და ეს ყველაფერი შეაჩეროს.

აქტიურად ვაკვირდებით, ჯერ ისევ დელტა არის და დელტა პლუსი გვაქვს ბევრი, ოღონდ არა ის დელტა პლუსი, რომელიც რუსეთში, ბრიტანეთსა და სხვა 27 ქვეყანაში ცირკულირებს. ჯერჯერობით, მას საქართველოში არ შემოუღწევია, მაგრამ მომავალ კვირაში, თუ მომავალი 2 კვირის განმავლობაში გამოჩნდება, რადგან ამას ვერაფერი დაიჭერს”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები