მეუფე სტეფანე: ღმერთმა მოგვცა ძალა, ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი
“დღეს ჩვენ აღვასრულეთ წირვა სალხინოს წმინდა მონასტერში, რომელიც გათავისუფლდა განდგომილებისგან და ეს უნდა იყოს, ყველასთვის დიდი გაფრთხილება”,- ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მონასტერი ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლდა.
“დღეს ჩვენ აღვასრულეთ წირვა სალხინოს წმინდა მონასტერში, რომელიც გათავისუფლდა განდგომილებისგან და ეს უნდა იყოს, ყველასთვის დიდი გაფრთხილება, უფალმა ჩვენ ყველას გვიბოძა და მოგვცა ძალა და მადლი, რომ ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო ეს წმინდა მონასტერი. ეს არის გაფრთხილება ასევე ყველა იმათთვის, ვინც ცდილობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრებას”,- ამბობს მიტროპოლიტი.