გიგი უგულავა: მიშა, გამოიხედე ფანჯრიდან და დაინახავ, რამდენ ადამიანს უყვარხარ

ამ რამდენინმე დღის წინ ხელისუფლების ერთერთმა ამებამ თავისუფლების მოედანზე განაცხადა – “მიშა, გამოიხედე ფანჯრიდან, რამდენ ხალხს სძულხარ”. მიშა, გამოიხედე ფანჯრიდან და დაინახავ, რამდენ ადამიანს უყვარხარ, – ამის შესახებ გიგი უგულავამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი არ შეეგუებიან, რომ სააკაშვილი ციხეში შიმშილობდეს.

“გაიგონოს ივანიშვილმა, რომ ამ ხალხის ხმას ვერავინ ჩაახშობს. მეგობრებო, ხომ ატყობთ, როგორც კი თითოეულმა თქვენგანმა გადაწყვიტა, რომ მოვიდეს აქ, რუსთავის ციხესთან, როგორი პანიკა ატეხეს ამ უდღეურებმა”, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები