ისრაელში “კავკასიური მაფიის” ლიდერი და მისი ვაჟი მანქანაში ჩაცხრილეს (ფოტო, ვიდეო)

ისრაელში, ხაიფას გარეუბანში “კრაიოტში კავკასიური მაფიის ლიდერი”, 53 წლის შუმი ისაკოვი და მისი 20 წლის ვაჟი – პეერი ავტომობილში ჩაცხრილეს.

პოლიციაში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა უკავშირდება ერთი კვირით ადრე ნაგარიაში ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ლიკვიდაციის მცდელობას.

10 წლის წინ შუმი ისაკოვზე თავდასხმა მოხდა. მაშინ დაუდგენელმა პირებმა მას ცეცხლი სავაჭრო ცენტრში გაუხსნეს. შუმის გარდა, დაჭრილი იყო მისი ძმა – შალომი და კიდევ ერთი მამაკაცი.

შუმი ისაკოვი ციხიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს, სადაც მამაკაცის დაჭრისთვის სასჯელს იხდიდა. მისი ძმა – შალომი ოთხი თვის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები