ელისო ბოლქვაძე დედოფალ ელისაბედის სახელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის აღმასრულებელ პრეზიდენტს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ბელგიაში, ქალაქ ვატერლოოში დედოფალ ელისაბედის სახელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის აღმასრულებელ პრეზიდენტს, ბერნარდ დე ლონუას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მომავალი წლიდან ქართველი წარჩინებული მუსიკოსების გაცვლით პროგრამაში ინტეგრირების თაობაზე იმსჯელეს.

„დედოფალ ელისაბედის სახელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლი ცნობილია იმით, რომ ცნობილ, წარმატებულ მუსიკოსებს ზრდის. ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებს უნიკალური საშუალება მიეცემათ, აიმაღლონ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები ამ აღნიშნულ სასწავლებელში”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები