ხატია დეკანოიძე: ერთადერთი, რაც ახლა მაწუხებს, არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისუფლების საკითხი

“არჩევნების შემდეგ პირველად მეძლევა საშუალება, რომ ვნახო მიხეილ სააკაშვილი. ერთადერთი, ახლა რაც ძალიან მაწუხებს, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისუფლების საკითხი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა.

მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა მნიშვნელოვანია.

„არჩევნების შემდეგ პირველად მეძლევა საშუალება, რომ ვნახო მიხეილ სააკაშვილი. ერთადერთი, ახლა რაც ძალიან მაწუხებს, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისუფლების საკითხი. ის უნდა იყოს ჯანმრთელად და მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უნდა მოხდეს, ასევე, ის უნდა გათავისუფლდეს. გარდა იმისა, რომ უნდა მოვინახულო, ვისაუბრებთ იმაზე, რომ ჩვენ გვექნება პერმანენტული პროტესტი. ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ აუცილებელია საზოგადოების მხრიდან ზეწოლა და პროტესტი იმაზე, რაც არჩევნებზე ჩაიდინეს, როგორი მიტაცებულიც არის სახელმწიფო”, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები